მილი ჯონ სტიუარტ (1806-1875)

მილი ჯონ სტიუარტ (1806-1875)
ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865-1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ - ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ. თუმცა, ჯონ სტიუარტ მილი არ მოექცა არც მათი გავლენის და არც მათი სახელების ჩრდილ ქვეშ. მან, საკუთარი შეხედულებების სრულყოფის მიზნით სხვა პოლიტკური და ეკონომიკური მოძღვრებებიც შეისწავლა, რის შედეგადაც 1843 წელს გამოსცა ნაშრომი ,,ლოგიკის სისტემა.“ 1848 წელს ამას მოჰყვა ნაშრომი ,,პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები.“ რომლითაც მან უტილიტარიზმს ჰუმანიტარული ელფერი შესძინა, ხოლო მას - სახელი და პატივისცემა მოუხვეჭა. უტილიტარიზმის თემას ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, როცა 1861 წელს ამავე სახელწოდების ნაშრომი გამოაქვეყნა. ჯონ სტიუარტ მილი აგრეთვე ცნობილია, როგორც 19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პუბლიცისტი, რომელიც ინტერესს ლოგიკისა და ეთიკური თეორიისადმი იჩენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია ნარკვევი ,,თავისუფლების შესახებ“ (1859), რომლის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, რადგან ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სახალხო ხელისუფლების ტირანიაში გადაზრდის საფრთხე და ილაშქრებდა გაბატონებული აზრის ტირანიის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ მისი სხვა ნაშრომები უფრო სამართლიანი განაწილებისა და სხვა სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული, რამაც გარკვეული ნიადაგი შეუქმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით დაახლოებას სოციალისტებთან და ლიბერალური სოციალიზმის იდეების ჩამოყალიბებას.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»